ქვემო ქართლი. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტებმა დმანისში შეხვედრები გამართეს. ღონისძიებები პროექტის – „სტაბილური კონსტიტუცია – ახალგაზრდული არჩევანის” ფარგლებში გაიმართა და მას დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლეები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, სასამართლო სისტემა და სხვა.
მსგავს ღონისძიებას ორგანიზაცია 9–10 ივნისს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამართავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში