თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვს. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, „საჯაროდ ცნობილი გახდა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი"….„ახალგაზრდა ადვოკატების" აზრით, პირდაპირ დგას ელგუჯა ბაგრატიონის არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიიდან კანდიდატურის მოხსნის საკითხი, არამედ მისი საკრებულოს თავმჯდომარეობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საფუძვლებიც”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: barristers.ge