შიდა ქართლი. 3 ივნისს, ნიდერლანდის ინსტიტუტის „მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD) გორის სკოლის ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, გორის მერობის ოთხი კანდიდატი. შეხვედრა გაიმართა NIMD-ის ინიციატვით.
ღონისძიების თემა იყო ვებ-გვერდის - www.partiebi.ge - პრეზენტაცია. მისი შექმნის მიზანია, ერთის მხრივ, საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური წინადადებების ფორმირება და მის ირგვლივ აზრის გამოთქმა და მეორე მხრივ, ამომრჩევლებისათვის მათთვის საინტერესო კითხვებზე კანდიდატებისგან პასუხების მიღება.