en
ge

არასამთავრობოები წინაასარჩევნოდ მომხდარ რამდენიმე ფაქტს ეხმაურება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო  და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნოდ მომხდარ რამდენიმე ფაქტს ეხმურებიან. „...დადებითად ვაფასებთ ვიცეპრემიერ კახა კალაძის ინიციატივას საარჩევნო სიებში კანდიდატთა სავალდებულო მინიმალური რაოდენობის გაუქმებასთან დაკავშირებით და ცესკოს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, თუ პარტიულ სიაში სააარჩევნო სუბიექტს კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენაზე ნაკლები კანდიდატი ეყოლება, პარტიული სია მხოლოდ გარკვეული გამონაკლისების დროს გაუქმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სიები არ იქნება მოხსნილი და მათ საშუალება მიეცათ კონკრეტულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ..", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები ეხმაურებიან მარნეულში განვითარებულ მოვლენასაც, კერძოდ, მარნეულის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის მოხსნისა და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. „...უარყოფითად ვაფასებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კომისიის შენობაში შეჭრას და კომისიის თავმჯდომარეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას... მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან... თავის მხრივ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადებში გამოიძიონ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები... მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს თანმიმდევრული და ყოველი მათი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს კანონის მოთხოვნებს და მიზნად ისახავდეს პარტიებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას."
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)