შიდა ქართლი. 10 და 11 ოქტომბერს საზოგადოება „ბილიკში", „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გორის და გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ადვოკატირება - სოციალური ცვლილებების საფუძვლები". ტრენინგის პირველი დღე თეორიულ ცოდნას დაეთმო, განიხილეს ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატრების კამპანია და მისი ეტაპები, პროცესის წარმმართველის სხვადასხვა როლი, ადვოკატირების სახეები, ადვოკატირების შედეგების მართვა და მონიტორინგი. მეორე დღეს მოეწყო ჯგუფური მუშაობა - მონაწილეებმა აირჩიეს მათთვის აქტუალური პრობლემა და იმსჯელეს მისი გადაწყვეტის გზებზე. ჯგუფური მუშაობის შემდგომ გააკეთეს პრეზენტაციები, თუ როგორ დაგეგმავდნენ არჩეული პრობლემების მოსაგვარებლად ადვოკატორების პროცესს.
მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი მსგავს თემაზე ტრენინგები ჩაატარონ უშუალოდ სასკოლო კლუბებში და თანატოლთა განათლების მიზნით სხვა მოსწავლეებსაც მიაწოდონ ინფორმაცია ადვოკატირების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სკოლის 22 მოზარდმა.
უახლოეს პერიოდში იგეგმება ტრენინგის „ადვოკატირება - სოციალური ცვლილებების საფუძველი" ჩატარება ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.