თბილისი. 6 ივნისს დასრულდა საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის დამკვირვებელთა ტრენინგები. მასში მონაწილეობა მიიღო 100–ზე მეტმა, როგორც გრძელვადიანმა, ასევე მოკლევადიანმა დამკვირვებელმა.
ტრენინგი ჩატარდა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და სწავლების საერთაშორისოდ აპრობირებული ინტერაქტიული მეთოდებით, ტრენინგების უძღვებოდნენ ცენტრის ტრენერები. დამკვირვებლები დეტალურად გაეცნენ მათ როლს საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივ მდგომარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღეს, საჩივრების საკითხებს და ა.შ. ტრენინგზე ნაჩვენები იყო სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები".
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი