კახეთი. 6 ივნისს ნიდერლანდების ინსტიტუტის „მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD) ორგანიზებითა და ინიციატივით თელავის დემოკრატიის სკოლაში, ვებ-გვერდის Partiebi.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყო ქალაქის მერის შვიდივე კანდიდატი, თუმცა ვებგვერდის პრეზენტაციას თელავის მერის 5 კანდიდატი დაესწრო. ნიკოლოზ შარვაშიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) კორდინატორი კახეთში:
,,ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და თვითმმართველი ქალაქ თელავის მერობის კანდიდატების ხედვები ქვეყნისა და ქალაქ თელავის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო საარჩევნო სუბიექტისა თუ მერობის კანდიდატების მოსაზრებებს და ერთმანეთს შეადაროს მათი ხედვები ამათუიმ საკითხზე. ვებჶგვერდი ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იქნება ხელმისაწდომი. პროექტი ჰოლანდიის მთავრობისა და ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული".
პრეზენტაციას, ასევე, დაესწრნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატები, საკრებულოს წევრები.