en
ge

გამჭვირვალობა: „მარნეულის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია უნდა აღუდგეს“

თბილისი. 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. „ამ ფაქტს წინ უძღოდა პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ცესკოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა", აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მარნეულის გამგებლობის კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლების ანალიზი და ორგანიზაციის დამოკიდებულება ამ ფაქტის შესახებ.
„მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას... გააუქმოს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულება აკმამედ იმამკულიევის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)