იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის" გაიმართა.
ოლიმპიადის მიზანი იყო არჩევნების და საარჩევნო სამართლის პოპულარიზაცია სტუდენტებს შორის; საარჩევნო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავება; აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლება; სტუდენტებისთვის საარჩევნო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და საარჩევნო დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია.
წყარო: ორგანიზაციის ფილიალის ვებგვერდი სოციალურ ქსელში