კახეთი. თელავის მედია კაფეში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია სახელწოდებით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა მართლმადიდებლურ თეოლოგიაში".
თინა მეგრელიძე, თეოლოგიის მაგისტრანტი: ,,ლექციის მიზანია წარმოაჩინოს თანასწორობის იდეა მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. განხილული მაგალითების საფუძველზე ვიმსჯელებთ, თუ რითი აიხსნება პრაქტიკაში არსებული არათანსწორი დამოკიდებულება ქალებისადმი - კონტექსტუალური/პატრიარქალური მიზეზებით თუ თეორიული საფუძვლებით".