en
ge

ერთწლიანი თანამშრომლობის შეფასება

აჭარა. 10 ივნისს, აჭარის მთავრობის პირველი პირი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ერთი წლის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის  შეფასება და განხილვა იყო. შეხვედრის მონაწილეებმა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით  წარმოქმნილ პრობლემებსა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ბათუმის ბულვარის საკითხი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, ბულვარი ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში უნდა დაბრუნდეს. ასევე, საუბარი შეეხო 25-ე არხის ჟურნალისტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს შორის მომხდარ ფაქტს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ერთხმად დაგმეს მედია ვასაძის ქმედება. მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები  შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდებიან, პირველი კი - კულტურული მემკვირდეობის დაცვა და რეგიონში საინვესტიციო პოლიტიკა იქნება. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)