en
ge

გამჭვირვალობა: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების ლიკვიდაცია უკანონოდ ხდება“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების ლიკვიდაცია უკანონოდ ხდება". ორგანიზაციის ინფორმაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის ბრძანების თანახმად დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციის პროცესი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებაში ჩამოთვლილი ნორმა
... არ იძლევა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების შესაძლებლობას, უფრო მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ გააჩნია საკრებულოსა და გამგეობის ლიკვიდაციის უფლებამოსილება... ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გააუქმოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას 2014 წლის 20 მაისის 317-ე ბრძანება, რომელიც ერთ ერთი პირველი პრეცედენტია მუნიციპალიტეტების ორგანოების უკანონო ლიკვიდაციისა", ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023