თბილისი. 11 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ–ში", პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (R-CSN) ფარგლებში, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", გაიმართა კონფერენცია – „პარტნიორობა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის".
კონფერენციის მიზანი იყო ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის პროცესის გაუმჯობესებისთვის.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური პასუხისმგებლობა დღეს; თანამშრომლობა ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მედიაში.
კონფერენცია მხარდაჭერილი გახლდათ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით.
წყარო: www.cso.ge