en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი გამოაქვეყნა

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" თბილისში მომზადებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგს წარმოადგნეს. მოქალაქეებს პასუხის უნდა გაეცათ შემდეგ კითხვებზე: „მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას," „იცნობენ თუ არა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს," „თბილისის მერის თანამდებობაზე, რომელი კანდიდატი მოსწონთ," „ახალმა გამგებლებმა და საკრებულოს წევრებმა, რომელ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხში უნდა შეცვალონ სტრატეგია შედეგის მისაღწევად," „რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და რა განაპირობებს არჩევნების სამართლიანობასა და გამჭირვალობას."
ორგანიზაციამ გამოკითხვა 2014 წლის 30 მაისს ჩაატარა. სოციოლოგიური გამოკითხვა, თბილისის სამ სხვადასხვა ხალმხრავალ ადგილას – სააკაძის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მარჯანიშვილის მოედანზე მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 1 000 მოქალაქე გამოკითხა.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)