თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ინიციატივით ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. აქციით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
საინფორმაციო კამპანია მიმართული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისაკენ და მათი მოქალაქეობრივი მოტივაციის გაზრდისაკენ ხმა მისცენ საარჩევნო უბნებზე, რაც გაზრდის მათი რესოციალიზაციის ხარისხს საზოგადოებაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტების - „ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს ხელშწყობა შშმ პირთათვის" - ფარგლებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა ფინანსური მხარდაჭერითა (IFES) და ცესკოსთან პარტნიორობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში