თბილისი. საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ევროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ღია წერილით მიმარავენ ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს. „ბოლო წლებში, ბატონმა თომას ჰამერბერგმა, სამართლებრივ, კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის რანგში ყოფნის დროს, უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში... როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გახდა ცნობილი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ბატონი ჰამერბერგი აღარ გაუწევს კონსულტაციას საქართველოს მთავრობას... მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება, რომ ბატონმა თომას ჰამერბერგმა გააგრძელოს საქართველოს სპეციალური მრჩევლის მოვალეობის შესრულება სამართლებრივ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში, რადგან აღნიშნულ სფეროებში ექსპერტული რეკომენდაციები კვლავაც აქტუალური და საჭიროა. ..ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები თხოვნით მივმართავთ ევროკომისიას და პირადად თქვენ, ბატონო კომისარო, რათა ბატონმა ჰამერბერგმა კვლავ შეასრულოს საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის მოვალეობა. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების თვალსაზრისით ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესში", ნათქვამია ღია წერილში.