en
ge

შეხვედრა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან

თბილისი. 13 ივნისს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან, შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე ეფექტური სადამკვირვებლო მისიის განხორციელება. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პრობლემებზე, მოხდა იმ ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ორგანიზაციებს დამკვირვებლებმა მიაწოდეს სხვადასხვა საარჩევნო ოლქებიდან. ორგანიზაციებს შორის შედგა შეთანხმება თანამშრომლობაზე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023