en
ge

შეხვედრა ახალგაზრდებთან

აჭარა. 14 ოქტომბერს, სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში ორგანიზაცია „ბორჯღალის"-ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ეკომიგრანტთა სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში". შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ აჭარის რეგიონში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ეკომიგრაციის სფეროში არსებული პრობლემების წარმოჩენა, აღნიშნული საკითხის შესახებ ახალგაზრდებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათი მოსაზრებების მოსმენა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა.
შეხვედრაზე „ბორჯღალის" წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს არსებული ვითარება - ეკომიგრანტთა ძირითადი პრობლემები და საჭიროებები. ასევე განხილულ იქნა „ბორჯღალის" მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც ეკომიგრაციის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებას და ეფექტური სახელმწიფო რეგულაციების დამკვიდრებას შეეხება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)