en
ge

არასამთავრობოების მიმართვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს

თბილისი. „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ.
საქართველოში მიმდინარეობს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო და დაწესებულება იღებს ვალდებულებას, უფრო ღია, გამჭვირვალე და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებული გახადოს თავისი საქმიანობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ პროცესის მონაწილეა.
„...სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეკომენდაციათა პაკეტი... რომელთა განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდებიან. რეკომენდაციებს შორისაა სასამართლოს მიერ ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება გარკვეული პერიოდულობით.... მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მარტივად დაამუშავოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს გარკვეული პერიოდულობით, საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ სამ თვეში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება არ იძლევა ინფორმაციას ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების შინაარსის შესახებ და მისი გასაჯაროებით ვერ მოხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების თაობაზე საიდუმლო მონაცემების იდენტიფიცირება. ამავე დროს, ამ ტიპის მონაცემების საჯაროობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში...", ნათქვამია მიმართვალში
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)