en
ge

ღია გაკვეთილები სამოქალაქო განათლების საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. 12 ოქტომბერს,  ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა იყო:  ,,რა შეცვალა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის უფლებებმა". ღინისძიებას სამცხე–ჯავახეთის რეგიონის 20–მდე სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და ფონდ ,,ჰარმონიის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   
ღონისძიება ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში" დაიგეგმა  და ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებში  სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს, რაშიც  აღნიშნულ პროგრამაში ჩართული სამოქალქო განათლების პედაგოგები მონაწილეობენ.
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილების მიზანია, ამ სფეროში სანიმუშო გაკვეთილების გამოვლენა და  გამოცდილების გაზიარება. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)