en
ge

IDFI-ის განცხადება თბილისის საკრებულოში დაგეგმილი პრემიების შესახებ

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი საკრებულოში დაგეგმილ პრემიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს თანამდებობის პირებზე პრემიები დაგეგმილია გაიცეს ხელფასის 300%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლებისათვის - ხელფასის 200%-ის ოდენობით.... ჩვენთვის გაუგებარია, რა არის საფუძველი ქ. თბილისის საკრებულოში დაგეგმილი ასეთი დიდი ოდენობის პრემიების გაცემისა.... იმედს გამოვთქვამთ, ქალაქ თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ქალაქის და მისი მოსახლეობის წინაშე მდგარი რეალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე გაუმჯობესებაზე", ნათქვამია ვებგვერდზე. ინსტიტუტმა ამავე განცხადებაში წარმოადგინა იმ თანხების ოდენობა, რომელსაც საკრებულოს წევრები მიიღებენ პრემიის გაცემის შემთხვევაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023