en
ge

საია მოუწოდებს ხელისუფლებას პრემიების გამჭვირვალე რეგულაციების მიღებისკენ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას პრემიების შესახებ ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს. „საჯარო სამსახურში პრემიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ხანია საიას ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ საკითხს საიამ არაერთი განცხადება და კვლევა მიუძღვნა. ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ შემდეგი: გაუმართლებლად მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებში პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკა და ის ტენდენციები რაც სულ უფრო აქტუალურ ხასიათს იძენს... წლების განმავლობაში პრემიების გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლმები გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დროულად გადადგას სათანადო ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები რათა საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით უზურნველყოს პრემიის გაცემის ობიექტური და გამჭვირვალე რეგულაციების შემუშავება-დანერგვა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023