შიდა ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი" ახორციელებს პროექტს - ,,ეკო სკოლები საჯარო სივრცეების შესაქმნელად", რომელიც დაფინანსებულია პოლონულ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ.
პროექტის პირველ ეტაპზე პოლონელი ექსპერტების მიერ საზოგადოებრივი სივრცის განახლებისა და ეკოლოგიური განათლების დარგში მომზადდა 16 ახალგაზრდა ტრენერი, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ პოლონური და ამერიკული გამოცდილება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: საჯარო სივრცის მნიშვნელობა, საჯარო სივრცის შექმნის და დაგეგმარების პრინციპები და სხვა.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა წარმატებული საჯარო სივრცის შექმნის სახელმძღვანელო „როგორ შევცვალოთ გარემო", რომელიც გადაეცათ პროექტში მონაწილე სკოლებს მინი-პროექტების მომზადებადებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ..
მინიგრანტების მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები - გორის N 3, გორის N 2, სოფლების ვარიანის და ნიქოზის საჯარო სკოლების კლუბები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას - 2000 ლარს თითოეული.
მომდევნო ეტაპზეც იგეგმება მსგავსი საგრანტო კონკურსების გამართვა.