en
ge

პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღე

თბილისი. 13 ოქტომბერს მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღე აღინიშნეს. სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო წელს მესამედ ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში. 2012 წელს ამ დღის დევიზია „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე: პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის".
ამ დღის აღსანიშნავად ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში გაიმართა ფოტოგამოფენა „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე". წარმოდგენილი იყო ცნობილი ადამიანების ახალგაზრდობის და ხანდაზმული ასაკის ფოტოები.
ჟურნალისტმა გიორგი ნიორაძემ წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი „დები", რომელიც მოგვითხრობს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების სახლზე.
ფილმი „დები"
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)