en
ge

გახდი მშვიდობის მშენებელი

აჭარა. 21-22 ივნისს, სახალხო დამცველის ბათუმის ფილიალის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების"ორგანიზებით  პროექტის- „გახდი მშვიდობის მშენებელი"- ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. 
ტრენინგის მონაწილეობდნენ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები. პროექტის მიზნია  რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მშვიდობის მშენებლობის საკითხზე, ასევე მათი გააქტიურება და წახალისება, რათა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ტრენინგი ძირითადად მშვიდობის არსის, მოლაპარაკების მეთოდების, პროექტის წერისა და პროექტის მენეჯმენტის საკითხებს შეეხებოდა. 
ტრენინგების მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეთოდებს.  მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყო, თითოეულმა კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მცირებიუჯეტიანი საპროექტო წინადადება დაწერა. კომისიამ აღნიშნული წინადადებები მოისმინა და მათგან მხოლოდ საუკეთესო დააფინანსა. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)