თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს. „... სექტემბერში იგეგმება შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პილოტური პროგრამის განხორციელება 3 თვის განმავლობაში, რომელსაც ექნება ინფორმაციის და მონიტორინგის ხასიათი. ... ორგანიზაცია მიესალმება სამინისტროს ზემოთაღნიშნულ ინიციატივას და ამასთანავე მოგმართავთ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაითვალისწინოთ გენდერული საკითხები, კერძოდ კი გენდერული თანასწორობის მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. ამ საქმიანობაში, ორგანიზაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს სამინისტროსთან და გაუწიოს მას დახმარება”.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში