გურია. 23 ივნისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტის – „ანგარიშვალდებული თვითმმართველობის" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა. პროექტის მიზანია საკრებულოს წევრთა საქმიანობის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა. პროექტი საქართველოს 7 ქალაქში ხორციელდება. ხსენებულმა ორგანიზაციამ შეიმუშავა საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესი და საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის ფორმა, რომელიც დამტკიცებული იქნება შესაბამისი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
შეხვედრას უძღვებოდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორი პაატა კლდიაშვილი. ოზურგეთში აღნიშნული პროექტის პარტნიორია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი