en
ge

სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური კონფერენცია

კახეთი. 25 ივნისს, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,კახეთის სამოქალაქო ლიგის", ინიციატივით გაიმართა შეხვედრა პროექტის - ,,საბავშვო ბაღების მართვისა და სერვისის მიწოდების გაუმჯობესების ხელშეწყობა" – ფარგლებში.
სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალურ კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების პერსონალი და მშობლები და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
თინა ხანჯალიაშვილი, ,,კახეთის სამოქალაქო ლიგა": ,,ჩვენი სურვილია, თითოეულმა მოქალაქემ სიღმისეულად გაიაზროს ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა ჯანმრთელი თაობის ფორმირებაში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ბავშვის ცხოვრების პირველი ექვსი წელი და ამით შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ. კონფერენციაზე შეჯამდა ყველა ის სახელმწიფო ინიციატივა, რომლებიც ამ სფეროში იგეგმება უახლოეს მომავალში".
პროექტს ახორციელებს ,,კახეთის სამოქალაქო ლიგა" ,,რეგიონის განვითარების ცენტრთან" ერთად აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)