en
ge

ინფორმაციის თავისუფლების რეფორმის განხილვა

თბილისი. სასტუმრო „შერატონ  მეტეხი პალასში'" ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო  კანონმდელობასა  და საქართველოში მის შესაძლო რეგულირების განხილვა მოეწყო. განხილვაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს, სხვა სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2014 წლის იანვრიდან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო", იუსტიიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ინფორმაციის თავისუფლების რეფორმირებაზე, რაც გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მომზადებასა და ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოს შექმნას.  6 თვიანი მუშაობის შედეგად, დეტალურად გაანალიზდა სხვადასხვა ქვეყნის კანონი, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოთა გადაწყვეტილებები, ევროკავშირის სამართლებრივი აქტები და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე არსებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომი თუ ნარკვევი.
ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის კონცეფციის შემუშავებისას, სამუშაო ჯგუფმა გამართა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და აკადემიურ პერსონალთან. 25 ივნისს, სამუშაო ჯგუფი მასპინძლობდა ქევინ დანიონს, შოტლანდიის ინფორმაციის თავისუფლების პირველ კომისიონერსა და ინფორმაციის თავისუფლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს.
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)