აჭარა. 25 ივნისს ბათუმს ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბი „ორტუსი" ეწვია. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები დაესწრნენ კამპანიის -„ადვოკატირება საგზაო უსაფრთხოების" დასკვნით ეტაპს და მონაწილეობა მიიღეს თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგში რომელიც „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის" წევრმა ჩაატარა.
ბათუმისა და ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრები სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლები არიან.
ვიზიტი განხორციელდა პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" - ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში