თბილისი. 25 ივნისს 2014 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ. შესხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველ მოადგილე და საპარლამენტო მდივანი ზაალ სარაჯიშვილი და ახალგაზრდული პარლამენტის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი მარეხ გვარამაძე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კანონპროექტები, რომლებზეც ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტი მუშაობს და მინისტრის აპარატს სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობა შესთავაზეს. შეხვედრაზე შეთანხმდა მემორანდუმის გაფორმების საკითხი კომიტეტსა და მინისტრის აპარატს შორის.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში