თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენა მასიურად და ყოველდღიურად მიმდინარეობს, უსაფუძვლოა. მცდარია ასევე საუბარი იმაზე, რომ უცხოელებმა მიწები დიდი რაოდენობით შეიძინეს და საქართველოს მოქალაქეებს მიწა აღარ დარჩებათ.
...სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები და საკითხში გაუცნობიერებელი პირები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერთან ერთად, ისინი მხარს უჭერენ ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეების საკუთრების უფლებების შეზღუდვასაც”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში
ორგანიზაცია რეესტრიდან მიღებულ ოფიციალურ ცნობებს აქვეყნებს,
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში