თბილისი. 17 ოქტომბერს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის (G-PAC) ფარგლებში გაიმართება ღია დისკუსია, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სტუდენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორების ერთობლივი მუშაობით ქართული საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტა.
დისკუსიის დასაწყისში EWMI G-PAC-ის წარმომადგენლები დამსწრეებს დღემდე განხორციელებულ აქტივობებს გააცნობენ, გააცნობენ ინფორმაციას თუ რა პრობლემებს აწყდებიან საზოგადოების ინტერესების დაცვაზე (ადვოკატირებაზე) მუშაობისას, ასევე პრიორიტეტული სფეროებისა და საკითხების, ახალი იდეებისა და ორგანიზაციების შერჩევის პროცესში.
დისკუსია გაიამრთება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32, ოთახი 101), 15:00 საათიდან 18:30 საათამდე. დისკუსიას გაუძღვებიან ფრონ ნაზი, EWMI G-PAC-ის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, თამუნა ქაროსანიძე.
„უფლება გაქვს, იცოდე!"– EWMI G-PAC-ის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. მისი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია EWMI G-PAC-ის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე მათგან მიიღონ ახალი იდეები და შენიშვნები. მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მსგავსი დისკუსიები კიდევ ხუთ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართება.
წყარო: ewmi-gpac.org