თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები", საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, პროექტ „ერთად ევროპული არჩევანისთვის" ფარგლებში, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გამართავს.
ორგანიზაცია შეხვედრებს 1 ივლისს ახალციხეში, ხოლო 3 ივლისს მარნეულში გამართავს. ორგანიზაცია გამართავს საჯარო ლექციას საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ და რეგიონის სამოქალაქო ჯგუფებთან ფართო დიალოგის ფონზე, წარმოაჩენს საქართველოს ევროპული არჩევანის ინსტიტუციურ მდგრადობას და უპირატესობას. შეხვედრები ადგილზე დემოკრატიის ჩართულობის ცენტრებში, 15:00 საათზე დაიწყება.
წყარო: cspinfo.ge