თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და საქართველოს სწრაფვას დემოკრატიული განვითარებისაკენ.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს სჯერა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებას და ადამიანის, როგორც მთავარი ღირებულების, უფლებების დაცვაზე მორგებულ სახელმწიფო მმართველობის ჩამოყალიბებას. ვიმოდევნებთ, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა განამტკიცებს საქართველოში კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებათა პატივისცემას...", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: კონსტიტუციის 42–ე მუხლის ვებგვრდი სოციალურ ქსელში