თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ბლოგპოსტი - „საჯარო მოხელეთა პრემიების საკითხი დეტალურ რეგულირებას საჭიროებს" - გამოაქვეყნა. „განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო მოსამსახურეების პრემიით წახალისება ნორმალური პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, რომ პრემიები მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემოდეს. ამის ნაცვლად, საქართველოს საჯარო ინსტიტუტებში პრემია რეალურად საჯარო მოსამსახურის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გასაზრდელად გამოიყენება. გარდა ამისა, დღეს მოქმედი სისტემის ფარგლებში, სრულიად გაურკვეველია კავშირი შესრულებული სამუშაოს მოცულობას/ხარისხსა და მიღებულ პრემიას შორის. ... ამდენად, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახორციელონ საჯარო სამსახურში პრემიების მარეგულირებელი ნორმების რეფორმა და შექმნან გამჭვირვალე სისტემა, რომელიც საზოგადოებაში ნაკლებ კითხვას გააჩენს თანამდებობის პირთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით", ნათვამია ბლოგპოსტში.
წყარო: transparency.ge