en
ge

სემინარი კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის მეთოდებზე

აჭარა. 27–30 ივნისს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სთეფ ფორვარდმა" მეტყველების თერაპევტებისა და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სემინარების ციკლი კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებზე. სემინარებს გაუძღვა და სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ინდივიდუალური საჩვენებელი კონსულტაციები ჩაატარა, კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის სფეროში უკრაინის წამყვანმა სპეციალისტმა, ნინა შეპელენკომ. იგი უკვე მეორე წელია ატარებს საკმაოდ წარმატებულ სემინარებს მეტყველების თერაპევტებისა და მშობლებისათვის.
სემინარებს დაესწრნენ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე მეტყველების თერაპევტები და კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სემინათა ციკლი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „სმენადაქვეითებულ ბავშვთა საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)