სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში, სხეულის ენის, ჟესტიკულაციის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია ორგანიზაციის ფარგლებში არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით გაიმართა.
პრეზენტაცია დაიგეგმა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.