en
ge

შეხვედრა: გავიგოთ მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ

აჭარა. 2 ივლისს, ქედის ახალგაზრდულ ცენტრში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის თემას, კერძოდ, სწორი ტერმინები, სოციალური და სამედიცინო მიდგომა, ინკლუზიური სწავლება, სახელმწიფოს როლი შშმ პირების პრობლემების მოგვარებაში, საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი და სხვა. მსგავსი ხასიათის შეხვედრები სამოქალაქო საზოგაოდების ინსტიტუტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა პირთა ორგანიზაციის ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე ქობულეთსა და ხელვაჩაურში უკვე გაიმართა. შეხვედრების შედეგად ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს შშმ პირების შესახებ, რაც თავის მხრივ მათი ინკლუზიის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)