en
ge

„კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია“

აჭარა. 2 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დემოკრატიის ინსტიტუტმა წარმოადგინა საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების სერვისების შესახებ არსებული მდგომარეობის ანალიზი. შეხვედრაზე ასევე წარმოადგინეს ხელვაჩაურსა და ქობულეთში კომუნალური სერვისების მიწოდების პროცესში მომხარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. ’დემოკრატიის ინსტიტუტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პროექტის ,,კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია" – ფარგლებში საქართველოს 9 რეგიონში (აჭარა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო ზემო-სვანეთი), კომუნალური სერვისის (ელექტროენერგია, გაზი, შუქი) მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განახორციელა კომუნალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის დიაგნოსტირება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჭრილში.
დემოკრატიის ინსტიტუტმა, საქართველოს 8 რეგიონში მოაწყო სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიების მომსახურების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკა, გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)