en
ge

ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანია დევნილთა დასახლებაში

შიდა ქართლი. 3 ივლისს, ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია შავშვების დევნილთა დასახლებაში, სადაც აქტუალურ საკითხად რჩება სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. შავშვების ჩასახლებაში პატარა ლიახვის ხეობის 14 სოფლიდან ჩასახლებული 177 ოჯახია რაც ჯამში დაახლოებით 550 ადამიანს ითვლის. წყალი, რომელიც აღნიშნულ ჩასახლებაში მიეწოდებათ არასაკმარისი და დასალევად მარილიანია. ბავშვებმა გადაწყვიტეს წყალი ლაბორატორიულად შეამოწმონ, შემდეგ კი სათანადო სამსახურს მიმართონ. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ ადვოკატირების კამპანია წარმატებულად წარიმართება და პრობლემა მოგვარდება. აქტივობა გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. გორში პროექტის პარტნიორია „გორის ინვალიდთა კლუბი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)