en
ge

არჩევნების მეორე ტურს განვითარების და დემოკრატიის ცენტრი დააკვირდება

თბილისი. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისია. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 12 ივლისს გაიმართება, დააკვირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ფოთის, გორის, მცხეთის, და თელავის მერებისა და თვითმმართველი თემების ახმეტის, ყვარელის, გორის, თიანეთის, მარტვილის, ქობულეთის, ბაღდათის, ხონის, ტყიბულის, ლანჩხუთის, თერჯოლის, თელავისა და ხულოს გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტური გაიმართება 2014 წლის 12 ივლისს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 12 ივლისის მეორე ტურის მიმდინარეობას 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. CDD–ს სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, ხმის მიცემის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას.
წყარო: cdd.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)