თბილისი. სახალხო დამცველმა მიმოსვლის თავისუფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გამოაქვეყნა. „2013 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა არაერთი შემთხვევა, როცა ადგილი ჰქონდა გადაადგილების თავისუფლების, ან მის საფუძველზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების სავარაუდო დარღვევას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ... საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს – უზრუნველყოს მისი უწყებების მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან/და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოში შემოსვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს”.
წყარო: www.ombudsman.ge