en
ge

ახალგაზრდული პარლამენტი დვანში

შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სოციალურ-საგანმანათლებლო პრობლემატიკის შემსწავლელი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები პროექტ - „ერთი წიგნის კამპანიის" - ფარგლებში საზღვრისპირა სოფელ დვანს ესტუმრნენ და დვანის საჯარო სკოლაში, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ახალგაზრდულმა პარლამენტმა საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით წიგნები შეაგროვეს, რომელებიც ადგილობრივი სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.
გარდა წიგნების გადაცემისა, მთელი დღის განმავლობაში დვანელ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგები და მათთვის მოეწყო ინტელექტუალური აქტივობები და თამაშები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)