თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განცხადება გაავრცელა, რომლითაც ცესკოს პასუხობს. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მათ მიერ შესწავლილ იქნა 66 საარჩევნო უბნის 109 შემაჯამებელი ოქმი და ბათილი ბიულეტენების მაღალი რაოდენობის მიზეზად რამდენიმე გარემოება დასახელდა ... სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიზეზების შესწავლა. ...აღნიშნული საკითხის ერთობლივი განხილვის დროს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენს მოწოდებას, გადათვლილიყო აღნიშნული უბნები, „მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა და არაკომპეტენტურობაში დაგვდო ბრალი. მიგვაჩნია, რომ ნაცვლად სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკისა, ცესკოს მიერ საკუთარი ინიციატივით პრობლემური უბნების გადათვლა გააქარწყლებდა იმ ეჭვებს, რომლებიც არჩევნებში ჩართულ სხვადასხვა მხარეს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საფუძვლიანად გაუჩნდათ დიდი რაოდენობის ბათილი ბიულეტენებისა და არასათანადოდ შედგენილი შედეგების შემაჯამებელი ოქმების გამო", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge