თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2014 წლის ელექტრონული მმართველობის კვლევაში საქართველოს ინდექსზე ბლოგპოსტი გამოაქვეყნა. „საქართველომ ელ-მმართველობის განვითარების ინდექსი 0.4 ქულით გააუმჯობესა, რის შედეგადაც 193 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა. ...ინდექსის მატება, სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის კომპონენტების გაუმჯობესებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული გამოქვეყნების დამსახურებაა. გარდა ამისა, კვლევის მეთოდოლოგიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვაზე, ციფრული ნაპრალის აღმოფხვრაზე, მომხმარებელთა ინტერნეტ უნარებისა გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანერგილი სერვისების მოხმარების ეფექტურობას", ნათქვამა ბლოგპოსტში.
წყარო: idfi.ge