თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმამ 20 უფასო საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. „დღეს, ტექნოლოგიების საუკუნეში, განათლების მიღების სხვა საშუალებებიც არსებობს, გარდა ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლისა, რომელთა წლიური გადასახადიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ათასს აღემატება. ინტერნეტ-სივრცეში ასობით საგანმანათლებლო ვებ-გვერდი არსებობს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ ყველას, განურჩევლად მათი მატერიალური შესაძლებლობისა, მარტივად, უფასოდ და სახლიდან გაუსვლელად მიიღონ განათლებულ მათთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო: cspinfo.ge