შიდა ქართლი. ,,ლუბლინის მოხალისეთა ცენტრმა” და მისმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსმა" 7 ივლისს, გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის - ,,ახლა ჩვენი დროა - მოხალისეთა ქსელის შექმნა საქართველოში" ფარგლებში ჩაატარა ტრენინგების ციკლი. რომელიც „ლუბლინის მოხალისეთა ცენტრის" ტრენერებმა მოამზადეს. აღნიშნული ტრენინგებით ახალგაზრდა ლიდერები შეისწავლიან მოხალისეთა ჯგუფების შეკრებას, მათ მართვასა და დატრენინგებას. ეს მოხალისეები იმუშავებენ საზოგადოების იმ თემებთან, რომლებსაც ჭირდებათ დახმარება და რეაბილიტაცია.
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ასევე საჯარო სამსახურის , სასწავლო ცენტრების და რეგიონის ახალგზარდული საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში. იგი ითვალისწინებს ამ ქალაქებში საკონსულტაციო პუნქტების შექმნას მოხალისეთათვის. აღნიშნული პუნქტების დახმარებით მოხდება მოხალისეთა პროგრამების რეალიზება. პროექტში მონაწილეობას იღებს ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოდან.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ,,დემოკრატიის ხელშეწყობა" ფარგლებში.