აჭარა. ასოციაცია „ღირსეულმა სიბერემ" საზაფხულო საქველმოქმედო აქციების ციკლი „ჩვენც დავბერდებით" დაიწყო!
საქველმოქმედო აქციები პროექტის - „ხანდაზმულთა რესურს ცენტრის" ფარგლებში მიმდინარეობს და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. შეგროვებული თანხა უმწეო ხანდაზმულთათვის საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენას მოხმარდება.
აქციების მხარდამჭერია ქობულეთის საჯარო სკოლები.
ქობულეთის საჯარო სკოლებში გუნდური პრინციპით შერჩეული ახალგაზრდების მოხალისეების ჯგუფები სპეციალური მაისურებით და შუშის ყულაბებით ქობულეთის თითქმის ყველა ხალხმრავალ უბანს ეწვევიან, დაესწრებიან ქობულეთის ზღვისპირა პარკში დაგეგმილ ფესტივალებს და კონცერტებს, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში