en
ge

არასამთავრობოების მედიაცენტრი არჩევნების მეორე ტურისთვის მუშაობას განაახლებს

თბილისი. 12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, მუშაობას განაახლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი. მედიაცენტრის მიზანია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მედია საშუალებებს და ფონდის პარტნიორ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვილად მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შესახებ.
არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, მრავალეროვანი საქართველოს და საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენლები.
12 ივლისს დაგეგმილია 18 ბრიფინგი. 13 ივლისს, დილის 10 საათზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს. დღის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციები შეაჯამებენ არჩევნების მეორე ტურს და არჩევნების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციებს წარმოადგენენ.
მედიაცენტრის მისამართია: ჭავჭავაძის 23, მეორე სართული.
წყარო: მედიაცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)